როგორ ავიღოთ ბიზნესსესხი?

b7

ვინც საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ფიქრობს, ახალ საფეხურზე გადასვლა სურს, ან გენიალური იდეა გაუჩნდა და ფინანსების მოძიებაზე ზრუნავს, მათთვის ეს ინტერვიუ განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. ბიზნესის დაკრედიტებასა და სხვა საბანკო ბიზნესპროდუქტებზე ინფორმაციის მისაღებად „ტერაბანკის“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელს _ კონსტანტინე მაქაცარიას ვესაუბრეთ. „ტერაბანკში“ კი იმიტომ აღმოვჩნდით, რომ, როგორც ცნობილია, რებრენდინგის შემდეგ აქ განსაკუთრებული ბიზნესგარემო, ე. წ. ბიზნესჰაბია შექმნილი.

 

 

 

_ რა მიზანს ემსახურება ბიზნესჰაბის შექმნა „ტერაბანკში“?

 

_ „ტერაბანკის“ ბიზნესსტრატეგიიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე, რაც იმით გამოიხატება, რომ აღნიშნული სეგმენტის კლიენტებს საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ, რომ მათ ბიზნესის კეთება გავუადვილოთ. ეს არის: მაღალი სტანდარტის მომსახურება, მოქნილობა, სისწრაფე და, რაც მთავარია, ბიზნესკონსულტაციები. ჩვენს ინტერესშია, რომ კლიენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, რაც ბიზნესის წარმატებისა და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების საწინდარია.

 

_ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესპროექტი და რა ვადაა საჭირო, რომ „ტერაბანკში“ დაფინანსება მიიღოს?

 

_ კრიტერიუმები ძალიან მარტივია: ბიზნესი უნდა არსებობდეს ბოლო 6 თვის განმავლობაში და წარმატებულად. ჩვენ ბიზნესის საქმიანობას ვაანალიზებთ, განვითარების დინამიკას ვსწავლობთ და დაკრედიტებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებთ.

 

„ტერაბანკის“ ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ ბუტიკური ტიპის ბანკი გაცილებით მარტივად და უშუალოდ უდგება კლიენტს, შესაბამისადაც, გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღება. დრო ყველა პროექტისთვის ინდივიდუალურია, საშუალოდ კი პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ერთიდან სამ დღემდეა საჭირო. ბიზნესსესხის თანხის მოცულობა იწყება $3000-დან (ეკვივალენტი ლარში), საპროცენტო განაკვეთი კი ინდივიდუალურად განისაზღვრება.

 

_ თუ არის ბიზნესის რომელიმე მიმართულება პრიორიტეტული, ან განსაკუთრებით საინტერესო „ტერაბანკისთვის“?

 

_ „ტერაბანკში“ ყველა ბიზნესს ინდივიდუალურად განვიხილავთ, ვინაიდან, სფეროს მიუხედავად, ყველა ბიზნესს აქვს სპეციფიკა, საკუთარი საინტერესო და სუსტი მხარეები. სწორედ ამიტომ ჩვენი ბიზნესანალიტიკოსების მოვალეობაა, კარგად შეისწავლონ აღნიშნული საქმიანობა, შეაფასონ მათი განვითარების პერსპექტივები და დაფინანსების საჭიროება. განსაკუთრებით პოზიტიურად ვუყურებთ ახალი საწარმოების შექმნის იდეას.

 

_ გარდა საკრედიტო პროდუქტებისა, როგორც ცნობილია, ბიზნესისთვის სხვა შეთავაზებებიც გაქვთ?

 

_ საკრედიტო პროდუქტებს თუ მოვიცავთ, ეს არის საკრედიტო ხაზი, რომელიც ბიზნესისთვის ძალიან მოქნილია: გრძელვადიანი ბიზნესსესხი, ყოველთვიური, ან ინდივიდუალური/სეზონური დაფარვის გრაფიკით; ბიზნესოვერდრაფტი, დამატებით კლიენტის მოკლევადიანი ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად; მოკლევადიანი ბიზნესსესხი _ ერთჯერადი ოპერაციების დასაფინანსებლად;

 

ბიზნესსესხების პარალელურად საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი დოკუმენტური ოპერაციების კუთხით, რაშიც იგულისხმება საბანკო გარანტიები, აკრედიტივი, და ა. შ. კლიენტები ამ პროდუქტებს საკმაოდ აქტიურად ითვისებენ, რადგან საერთაშორისო ვაჭრობის შემთხვევაში ანგარიშსწორების დროს ეს ერთ-ერთი უსაფრთხო მეთოდია. რაც შეეხება არასაკრედიტო პროდუქტებს, საოპერაციო მომსახურების კუთხით ძალიან კარგი პირობებით გვაქვს, შესაბამისად, აღნიშნულ მომსახურებაზე მოთხოვნა დიდია.

 

_ რატომ უნდა დავუკავშიროთ ჩვენი ბიზნესი „ტერაბანკს“?

 

_ რაც „ტერაბანკს“ სხვა ბანკებისგან გამოარჩევს, პირველ რიგში, არის მომსახურების მაღალი სტანდარტი. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტით სარგებლობს ჩვენს ბანკში ბიზნესი, ყველა კლიენტს ჰყავს თავისი მომსახურე ბანკირი და ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესასრულებლად შეუძლია, მხოლოდ ერთ საკონტაქტო პირს დაუკავშირდეს _ თავის პირად SME ბანკირს. ეს ადამიანი ზრუნავს, რომ ბიზნესკლიენტი მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს „ტერაბანკის“ მომსახურებით და განცდა ჰქონდეს, რომ ბანკში მის ინტერესებს ითვალისწინებენ.

 

გარდა მომსახურების მაღალი სტანდარტებისა, ავლაბრის ფილიალში შექმნილია სპეციალური გარემო ბიზნესისთვის, რომელსაც ჩვენ ბიზნესჰაბს ვუწოდებთ. აქ ფინანსური სახლის კონცეფციის მიხედვით მომხმარებელს ვთავაზობთ ძალიან მყუდრო და კომფორტულ ინტერიერს. ბიზნესსაჭიროებებისთვის ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი შეხვედრების ოთახებით.