დონეცკელმა ამბოხებულებმა Boeing 777-ს შავი ყუთები იპოვეს

4

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის მეომრებმა, დონეცკთან ახლოს ჩამოგდებული, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილის თვითმფრინავის Боинга-777-ის, ეგრეთწოდებული შავი ყუთი იპოვეს. ინფორმაციას ,,სამხრეთ აღმოსავლეთის“ ფრონტის საინფორმაციო სამსახურის უფროსზე კონსტანტინ კნირიკზე დაყრდნობით, სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ,,ტრაგედიის ადგილზე ჩვენი მებრძოლების მიერ ნაპოვნია შავი ყუთები, ინფორმაცია ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა მომაწოდეს“ – განაცხადა კნირიკმა. დონეცკის ,,სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო უწყების სამეთაურო შტაბი მზადაა შავი ყუთები რუსულ მხარეს, რომელიც საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტს წარმოადგენს, გადასცეს და გამოძიებასთან ძირფესვიანად ითანამშრომლონ. საერთაშორისო საავიაციო კომიტეტი მზადაა საგამომძიებლო საქმიანობა დროულად დაიწყონ.