ვლადიმერ პუტინი: „მომხდარ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება“

 

 

RUSSIA-POLITICS-PUTIN

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონეცკთან ახლოს ჩამოგდებული Боинга-777-ის გარშემო სრული პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა და აღნიშნული ტრაგედიის გამოძიება საერთაშორისო ორგანოებს დროულად მოსთხოვა. ინფორმაციას ,,Интерфакс“-ი ავრცელებს. ,,ორი აზრი არ არსებობს, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც საშინელი ტრაგედია მოხდა პირდაპირ ვალდებულია პასუხისმგებლობა მომხდარზე საკუთარ თავზე აიღოს. ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მშვიდობა რომ სუფევდეს და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში კიევის ხელისუფლების მიერ არ გაგრძელებულიყო საომარი მოქმედებები“ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად დაავალა, უმოკლეს დროში დადგინდეს სრული სიმართლე აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით და სპეციალურ სამსახურებს მოუწოდა საზოგადოებას დროულად აუხსნან სიმართლე. ,,მსოფლიო მკითხაობს, ჩვენ ჩვენის მხრივს ვფლობთ მტკიცე და უტყუარ ინფორმაციას, მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და მოგიწოდებთ შესაბამის სამსახურებს და ხელისფლებას, დროულად და უმოკლეს ვადებში დადგინდეს სიმართლე და ეს სიმართლე საზოგადოებას აუწყეთ“ – განაცხადა პუტინმა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეკონომიკური საკითხების გარშემო მსჯელობის დასურლების შემდეგ.