რასმუსენი Boeing-777-ის ჩამოგდების ფაქტის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

2

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერელური მდივანი ანდრეს ფორგ რასმუსენი, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის Boeing 777-ს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდების საქმის გამოძიებას საერთაშორისო ორგანოებს თხოვს. ,,სასწრაფოდ აუცილებელია დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რადგან დროულად უნდა დადგინდეს, თვითმფრინავის ჩამომგდები მხარის ვინაობა. დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისჯაონ და სასამართლოს წინაშე დროულად უნდა წარსდგნენ“ – განაცხადა რასმუსენმა. ანალოგიური ტიპის განცხადება გააკეთეს ევროკავშირის წარმომადგენლება ,ევროპული მხარეც საერთაშორისო გამოძიების მომხრეა. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერი Boeing 777-ი, 295 მგზავრთან და ეკიპაჟთან ერთად, 17 ივლისს დონეცკთან ახლოს ჩამოაგდეს.