ამერიკის სადაზვევრო სამსახური: „Boeing-777-ი ,„მიწა ჰაერის“ კლასის რაკეტით ჩამოაგდეს“

1

ამერიკული დაზვერვა ადასტურებს, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი Boeing-777-ი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა ,,მიწა ჰაერის“-ს კლასის რაკეტითაა აფეთქებული. ინფორმაციას WSJ-ი ავრცელებს. პირველადი დასკვვნის შედეგად სადაზვერვო სამსახურებს ჯერჯერობით უჭირთ დაკონკრეტება, თუ რომელმა მხარემ ჩამოაგდო სამგზავრო ავიალაინერი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. რაც შეეხება ფედერალიზაციის მოთხოვნით, ქვეყნის რეგიონში ამბოხებულებს, ისინი მკაცრად უარყოფენ მათი მხრიდან ავიალაინერის ჩამოგდებას. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ოფიციალური კიევიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობა პირობას დებს, რომ აღნიშნულ ინციდენტთან რუსეთის ფედერაციის კავშირს დაამტკიცებენ.