პენტაგონი სირიელ ტერორისტებს გადაამზადებს

Surging to Iraq

პენტაგონი სირიელი ამბოხებულების გადამზადების გეგმაზე მუშაობს. პირველი ეტაპი 2000 ბოევიკის წრთვნასა და აღჭურვას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული გასაწრთვნელი მეომრების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას, ის დაახლოებით 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირს და ხელისუფლება კონგრესის ნებართვის გაცემას ელოდება. რამდენიმე თვის წინ, პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის კონგრესს თხოვნით მიმართა, სირიელი ამბოხებულების დასახმარებლად 500 მილიონი დოლარის გამოყოფაზე ნებართვა გაეცათ. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ტერორისტებისა თუ ბოევიკების სამხედრო ბაზებზე გაწრვთნა  ცივილური არჩევანია და ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს თავიდან აიცილოს, ტერორისტებთან პირდაპირი კავშირით გამოწვეული შესაძლო უსიამოვნება.