უკრაინის სპეცრაზმი ალყაშია მოქცეული

1

ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის კომიტეტის მებრძოლებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის, იზვარინოს რაიონში, უკრაინის ძალოვანი უწყების მებრძოლები ალყაში მოიქციეს. ინფორმაციას სააგენტო „Интерфакс“-ი ავრცელებს: ,,ლუგანშინეში, რუსეთ-უკრაინის სასაზღვრო ზოლში, ლუგანსკელმა ამბოხებულებმა კიროვოგრადის სპეცდანიშნულების რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ცენტრი აცხადებს, მოულოდნელი ცეცხლის გახსნის შედეგად,10 მებრძოლი დაიღუპა, დაშავებულია ძალოვანი უწყების 20-მდე წარმომადგენელი. სამეთაურო შტაბის განცხადებით, კიროვოგრადელი სპეცრაზმელები ალყაში არიან მოქცეული“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პარალელურად, ამბოხებულები მოულოდნელად თავს დაესხნენ უკრაინის 72-ე ბრიგადის სამხედრო შენაერთს. ჯერჯერობით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. უკანასკნელი მონაცემებით, ამბოხებულებმა უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი ორი ერთეული Су-25-ს ჩამოგდება შეძლეს.