ეროვნულმა გვარდიამ დონეცკთან ახლოს,,გრადები” განათავსა

01

უკრაინის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა.ე.წ. ეროვნულმა გვარდიამ, დონეცკთან ახლოს, სოფელ ელენოვკას მიმდებარე ტერიტორიაზე, ზალპური სარაკეტო სისტემები ( Град) განათავსა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“-ის ჟურნალისტი იუწყება, ეროვნული გვარდიის საკონტროლო გამშვებ ბლოკპოსტზე, ოთხი ერთეული ზემოთხსენებული ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარია მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში. ტექნიკური მონაცემების თანახმად, „Град“-ის ტიპის ზალპური სისტემის საბრძოლო არეალი 40 კილომეტრს არ აღემატება და რაც უფრო დაცილებულია სარაკეტო კომპლექსი სამიზნესთან, მით უფრო დიდია სამიზნემდე მიუღწევლობის ალბათობაც. 16 ივნისის დილით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამბოხებული მებრძოლების ლიდერის, იგორ სტრელკოვის განცხადებით, „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის თავდაცვის კომიტეტი, მზადაა ნებისმიერი პროვოკაციის თუ გამოწვევის მოსაგერიელებლად.