„ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს!“

erosi(1)

ამ განცხადებას სოციალურ ქსელში პარტია „იმედის“ თავმჯდომარე ირინა სარიშვილი ავრცელებს, რომელიც საგამოძიებო უწყებას, ერთგვარ მასტერკლასსაც უტარებს:

„ევროპასთან ასოცირებულ პროკურორებს და გამომძიებლებს მინდა შევახსენო, რომ თვითმკვლელობა მკვლელობის ნაირსახეობაა და ყველა შემთხვევაში საქმე მკვლელობის მუხლით იღძვრება და მხოლოდ შემდეგ ხდება მისი კვალიფიკაცია! ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე დადასტურებულ თვითმკვლელობასთან გვაქვს, ეს მკვლელობის მუხლია! რაც შეეხება თავად თვითმკვლელობის ვერსიას: მე კარგად ვიცნობდი ეროსი კიწმარიშვილს, ჩვენ არასოდეს მეგობრები არ ვყოფილვართ, უფრო მეტიც, წლების განმავლობაში სერიოზულად დაპირისპირებულები ვიყავით, მაგრამ ეს არანაირად არ მაძლევს მე იმის უფლებას, რომ მის სიკვდილზე ვიოხუნჯო, როგორც ამას ბევრი აკეთებს, ან უდარდელად დავიჯერო, რომ მან თავი მოიკლა! ვინც იცნობდა ეროსი კიწმარიშვილს, უყვარდა ის თუ არა, ყველა დამეთანხმება, რომ ის ამის გამკეთებელი არ იყო!!! უფრო მეტიც, ბოლოდროინდელი მისი საქმიანობა ცხადყოფს, რომ ეროსი გააქტიურებას აპირებდა!!! ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს!!! ეს ცხადზე ცხადია! სიმართლე უნდა დადგინდეს!!! არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ როგორ ვაფასებდით ამ ადამიანის მოღვაწეობას!!! ის მოკლეს!!! სიმართლე ყოველთვის უნდა დავიცვათ, თუნდაც ეს სიმართლე ჩვენს მტერს ეხებოდეს!!! სხვანაირად ხვალ შეიძლება ჩვენ თვითონ გავხდეთ ამ განუკითხაობის მსხვერპლი და ჩვენც ხომ გვყავს მტრები?!!! ვიფიქროთ ამაზე და სხვისი სიმართლის დაცვით ჩვენი მომავალი დავიცვათ!!!“ – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი.