რუსეთი ამერიკას ლურდესის (კუბა) რადიოსადგურიდან ისევ დაზვერავს

pic_d60643bdbec7bdf74f131181a1a9868f

კუბამ და რუსეთის ფედერაციამ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მიერ, ლურდესის რადიოელექტრონული სადაზვერვო ცენტრის გამოყენების უფლების თაობაზე, შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას Коммерсантъ-ი ავრცელებს. სახსრების უქონლობის გამო რუსეთის ფედერაციამ, აღნიშნული სადაზვერვო ცენტრის მუშაობაზე უარი 2001 წელს განაცხადა. ლურდესის რადიოლოელექტრონული სადაზვერვო სადგური, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან სულ რაღაც 250 კმ-ის დაცილებით მდებარეობს. რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურებს ეძლევათ საშუალება შტატების უდიდესი ნაწილის რადიო და სატელეფონო კავშირები აკონტროლონ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე რამოდენიმე წელია გრძელდება და საბოლოო დასრულებული სახე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კუბაში ვიზიტის დროს მიიღო, მას შემდეგ რაც რუსულმა მხარემ კუბას საბჭოთა კავშირის მიმართ არსებული დავალიანება (35 მლრდ) ჩამოწერა. ლურდესის რადიოელექტრონული სადაზვერვო ცენტრი 1967 წლიდან  2001 წლამდე მუშაობდა. რუსულმა მხარემ, ამერიკელებთან ურთიერთობის დათბობის მოტივით, ლაბორატორიის ექსპლუატაციაზე უარი განაცხადა, როგორც ჩანს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე თემა კვლავ აქტუალური გახდა. რაულ კასტროს განცხადებით, რუსები სადაზვერვო მანაცემების 75%-ს სწორედ ლურდესის ლაბორატორიის წყალობით მოიპოვებდნენ.