ამერიკული F-35-ები ფარნბოროს ავიასალონზე ვერ წარსდგებიან

2

ამერიკული პერსოექტიული თვითმფრინავი F-35 B Lightning II ბრიტანეთში, ფარნბოროს ავიასალონზე მონაწილეობას არ მიიღებს, იუწყება Defense News-ი. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპის ტერიტორიაზე, ამერიკული საზღვაო ქვეითთა სამხედრო შენაერთების მეთაურმა, არმიის გენერალმა ჯიმ ეიმოსმა მიიღო. მისი თქმით სტრატეგიული საჰაერო ბომბდამშენის ავიაგამოფენიდან მოხსნის მიზეზი, თვითმფრინავის ფრენის არეალის ზუსტი მონაცემების არ ქონა წარმოადგენდა. პენტაგონის პრესმდივნის, კონტრ- ადმირალის ჯონ კერბის განცხადებით, F-35-ებს ჯერჯერობით , მხოლოდ 1035 კმ საათით ფრენის უფლება აქვს მინიჭებული. სწრაფმფრენი საჰაერო ავიაგამანადგურებელის F-35B ბრიტანეთში გასამართ ავიასალონზე მონაწილეობის მიღება 2014 წლის აპრილიდან იგეგმებოდა, მაგრამ მიმდინარე წლის 23 ივნისს, ფლორიდის შტატში მდებარე ამერიკული ავიაბაზა ,,ეგლინზე“ – გამართული ექსპერიმენტალური გაფრენის დროს, აღნიშნულ ავიაგამანადგურებელს ერთ ერთ ძრავში ხანძარი გაუჩნდა და ფრენები გაურკვეველი ვადით გადაიდო.