ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილის დამალული კონტრაქტები და ხელშეკრულებები

mkk

ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას იმ დარღვევების, გაფლანგვებისა და კორუფციული გარიგებების შესახებ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ფიქსირდება. დღეს გთავაზობთ თბილისის მერიასა და მის მიერ შექმნილ-დაფუძნებულ სსიპ-სა თუ სახელმწიფო შპს-ში არსებულ დარღვევებს.

მოგეხსენებათ, 2015 წელს თბილისმა უმასპინძლა ახალგაზრდულ ოლიმპიადას, რასაც წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაოები. საერთოდ, უნდა ითქვას, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიებები საქართველოსთვის: ჯერ ერთი: ეს გახლავთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლება; მეორე: ქვეყანაში ჩამოდის უამრავი ტურისტი, ტელეჟურნალისტი, თუ სპორტსმენი და ბიუჯეტში შედის თანხები; და მესამე: შენდება სტადიონები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და ა. შ. მაგრამ თუ შესყიდვებს ჩაატარებ ამ მომსახურებებსა და მშენებლობებზე კონტრაქტორებთან კომერციული გარიგებების ფონზე, პირიქით _ ქვეყანა დიდად იზარალებს. სიტყვაზე, ოლიმპიური სოფლის მშენებლობა დაჯდებოდა 20 მილიონი ლარი და ბიუჯეტიდან გადაიხდიდი 30 მილიონ ლარს. ასეთი მშენებლობა მთლიანად შეჭამს დაგეგმილ მოგებას ტურისტებისა და შესამაბისი კვებითი მომსახურების მხრიდან.

განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები, თუ როგორ დაფინანსდა შესაბამისი კომპანიები?

დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ ამ ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების შესახებ (ჩატარდა 2015 წელს) ცნობილი იყო უკვე 2012 წელს და უფრო ადრეც, შესაბაბისად, სრულიად საკმარისი გახლდათ დრო, რომ დაეგეგმათ პროექტირებაც, მშენებლობაც, ოლიმპიადის გახსნისა თუ დახურვის ცერემონიალი და ა. შ.

ჩვენ გაჩვენებთ, რომ ეს პროცესები შეგნებულად გაჭიანურდა, რათა შემდეგ, მთავრობის განკარგულებით, ტენდერებისთვის თავი აერიდებინათ. კონტრაქტები გაფორმდა ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობ კომპანიებზე.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა შპს „დაგი“, რომელიც დაკავშირებულია ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილის ცნობილ სხვა ხელშეკრულებებთან, იქნება ეს შსს-ს კონტრაქტები, კანცელარიის სარემონტო სამუშაოები, რომელსაც („ქრონიკა+“-ის მკითხველმა უკვე იცის) საგულდაგულოდ მალავენ და მოსახლეობას ინფორმაციებს „პარავენ“.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაში თბილისის მერიიდან ჩართული იყო შემდეგი სსიპ-ები: „ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის კომიტეტი“ და სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“. ხელშეკრულებებს ისინი აფორმებდნენ.

 

ქვემოთ ცხრილის სახით გთავაზობთ შპს „დაგთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებებს უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვების გზით:

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება         579`009

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი               შპს „დაგი“

მთავრობის განკარგულება     24.10.2014 #1919

კონტრაქტის გაფორმების თარიღი    05.02.2015

გეპი 3,5 თვე

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება 514`900

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი  შპს „დაგი“

მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919

კონტრაქტის გაფორმების თარიღი    02.03.2015

გეპი      4 თვე

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება 852`663

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი  შპს „დაგი“

მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919

კონტრაქტის გაფორმების თარიღი 30.04.2015

გეპი      6 თვე

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება 852`663

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი  შპს „დაგი“

მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919

კონტრაქტის გაფორმების თარიღი 30.04.2015

გეპი      6 თვე

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება 441`940

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი  შპს „დაგი“

მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919

კონტრაქტის გაფორმების თარიღი   18.06.2015

გეპი      8 თვე

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება 632`767

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი  შპს „დაგი“

მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919

კონტრაქტის გაფორმების თარიღი   06.07.2015

გეპი 9 თვე

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება         943`791

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი  შპს „დაგი“

მთავრობის განკარგულება 24.10.2014 #1919

კონტრაქტის გაფორმების თარიღი   29.06.2015

გეპი 8 თვე

 

ამ გამარტივებული ხელშეკრულებების (უტენდერო) დადებას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ღარიბაშვილმა, ეს კონტრაქტები „გააპრავა“ და პარალელურად ამ ორგანიზაციებს დაავალა, ხელშეკრულებები გაეფორმებინათ შპს „დაგთან“.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის განკარგულება #1919, თარიღით 24.10.2014. თქვენ ცხრილში შეგიძლიათ, იხილოთ, რომ ხელშეკრულებები შპს „დაგთან“ გაფორმებულია განკარგულების მიღებიდან, 4, 6, 8 და 9 თვის შემდეგაც. აქვე შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ტენდერის ჩატარებას 1-5 თვე სჭირდება და რამდენი ტენდერის ჩატარება მოხერხდებოდა 9 თვის განმავლობაში და რამდენი თანხა დაიზოგებოდა! აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ამ ხელშეკრულებაში ჩადებულია ზედნადები ხარჯები 12% და გეგმური დაგროვება, ანუ მოგება, 8%, რომელიც კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური მოგებაა, რაც შეიძლება კერძო კომპანიამ ჩადოს სახელმწიფო შესყიდვებში. აი, ეს არის ბატონი ნარმანიას დამოკიდებულება ქალაქის ბიუჯეტის მიმართ. გაიფლანგა დიდი თანხა და ეს ზღვაში წვეთია. ქვემოთ, ცხრილში, გთხოვთ, ნახოთ სხვა მაგალითებიც.

შემდეგი მაგალითი გახლავთ კომპანია შპს „კალასი“, რომელსაც, აგრეთვე, უტენდეროდ, გამარტივებული გზით გაუფორმდა ხელშეკრულებები:

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება         2`676`336

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი   შპს „კალასი“

მთავრობის განკარგულება     10.12.2014 #2244

კონტრაქტის გაფორმების თარიღი    29.12.2015

გეპი  19 დღე       (2 თვე სამუშაოები არ დაწყებულა)

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება         4`158`823

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი   შპს „კალასი“

მთავრობის განკარგულება     10.12.2014 #2244

კონტრაქტის გაფორმების თარიღი    23.12.2015

გეპი  12 დღე       (2 თვე სამუშაოები არ დაწყებულა)

 

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”

შესყიდვის ღირებულება 4`078`543

შესყიდვის ობიექტი   მშენებლობა

კონტრაქტორი   შპს „კალასი“

მთავრობის განკარგულება     10.12.2014 #2244

კონტრაქტის გაფორმების თარიღი    10.02.2015

გეპი  3,5 თვე

 

აქაც ჩადებულია მაქსიმალური მოგება და მაქსიმალური ზედნადები ხარჯები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პირდაპირ დანახარჯებთან.

ახლა ვნახოთ სხვა მომსახურებები და არა მშენებლობები. მაგალითად, სპორტსმენების, მომსახურე პერსონალისა და ჟურნალისტების კვებითი უზრუნველყოფა, რომელიც ცნობილი იყო თვეებით ადრე, თუ დაახლოებით რამდენ ადამიანს უნდა მომსახურებოდნენ. ეს არის 2 428 656 ლარი. აღნიშნული კონტრაქტიც უტენდეროდ გადაეცა შპს NიAრტ Vისიონ-ს, რომლის 100%-იანი დამფუძნებელიც გახლავთ ნია კუჭავა. კომპანიას არ ჰქონდა გამოცდილება ამ თანხის კონტრაქტის შესრულებისა, აგრეთვე, სასტუმროებისა და სხვადასხვა ტურისტული ფირმის მომსახურებისა, რომელიც გაფორმდა მთავრობის განკარგულებიდან 7 თვის შემდეგ.

გთხოვთ, იხილოთ ცხრილის სახით:

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი -თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი

შესყიდვის ღირებულება         425 421

შესყიდვის ობიექტი   მომსახურება

კონტრაქტორი Feshen style

მთავრობის განკარგულება     29.12.2014 #3524

კონტრაქტის გაფორმების თარიღი    01.07.2015

გეპი      7 თვე

 

შემსყიდველი ორგანიზაცია  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი -თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი

შესყიდვის ღირებულება  2`428`656

შესყიდვის ობიექტი   კვებითი მომსახახურ.

კონტრაქტორი  NiArt Vision

მთავრობის განკარგულება  29.12.2014 #2534

კონტრაქტის გაფორმების თარიღი    2015 წლის 15 მაისი

გეპი      5 თვე

 

უტენდეროდ გაფორმებულ ხელშეკრულებებს ყველა იმ მომსახურებასა თუ საქონელზე, რომელიც შესაძლებელია დასჭირვებოდა ამ ღონისძიების ჩატარებას, არავინ აქცევდა ყურადღებას, ეს კონტრაქტები შეიძლებოდა თუ არა, რომ დადებულიყო ტენდერებით, რაც თანხებს დაზოგავდა, იყო თუ არა მართლა ამის აუცილებლობა, ვერ ესწრებოდა, თუ რატომ დაიდო ასე ხელშეკრულებები?

კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც „ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი _ თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტმა გააფორმა, გახლავთ მომსახურების სფეროში ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ოფიციალური ცერემონიალის მომზადება. ამ ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 3 500 000 ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს კულტურის პალატასთან (404441458), რომლის ხელმძღვანელიც და დამფუძნებელიც გახლავთ დავით ოქიტაშვილი.

გვინდა, „ქრონიკა+“-ის მკითხველს ვუთხრათ, რომ უამრავი დარღვევა აქვს არა მარტო თბილისის მერიასა და მის სამსახურებს, არამედ ახალგაზრდული ოლიმპიადის კონტრაქტებში ჩართულ სპორტის სამინისტროსაც და სხვა ბევრ უწყებასაც, სადაც უტენდეროდ გააფორმეს ხელშეკრულებები. ყველა ხელშეკრულებას ნამდვილად ვერ წარმოგიდგენთ, ამას გაზეთის ფორმატიც არ ეყოფა.

უახლოეს პერიოდში სრულად, ცხრილის სახით შემოგთავაზებთ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს 2014-2015-2016 წლების მიხედვით.

 

                                                                                    გიორგი ბაჯელიძე

                                                    ა/ო შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი