ჯაბა კოჭლამაზაშვილი: „ცრუ ჩვენებების და პრინციპის გამო წირავენ ადამიანს!“

ნენე ინჯგია

ბრალდებული ბექა ცერცვაძე 22 ოქტომბრის შედეგ შიმშილობს. აქედან პირველი 11 დღე აბსოლუტურ-მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მას ყკვე გადაადგილება და საუბარიც კი უჭირს.

როგორც მისი ადვოკატი, „ქრონიკა+“-თან  აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროვოკაციის მსხვერპლია, ამიტომ ბექა ცერცვაძის მოთხოვნაა, ‘ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს გირაოთი და ელექტრონული მონიტორინგით’.

უფრო კონკრეტულად, რა მოხდა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, რას ედავებიან ბექა ცერცვაძეს და რა შემთხვევაში შეწყვეტს ბრალდებული შიმშილობას.

ამ თემაზე, „ქრონიკა+“ ბრალდებულ ბექა ცერცვაძის ინტერესების დამცველ ჯაბა კოჭლამაზაშვილს ესაუბრა:

_ ბექა ცერცვაძესმ, პირველ რიგში, ბრალს სდებენ მუქარაში, რომ თითქოს იგი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა პრობაციის სააგენტოს ოპერატორ ნინო საყვარელიძეს. ეს ქალბატონი თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ ბრალდებული მას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. ხოლო, ვინაიდან ბექა პრობაციონერია, მან ეს მუქარა რეალურად აღიქვა და ძალიან შეეშინდა. (აქ უკვე კარგად ჩას მათი არადადამიანური და დისკრიმინაციული მიდგომა იმ ადამიანების მიმაღთ, ვინც ყოველ-დღე დადის ამ სააგენტოში, ისინი მათ როგორც ცხოველებს ისე აღიქვამენ) ე.წ. ,,დაზარალებულის’’ განმარტებით ბექა ცერცვაძე მას მიუახლოვდა და ჩუმად დაემუქრა და რომ არა მათ შორის არსებული ბარიერი, რა მოხდებოდა არც კი ვიციო. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონის განმარტებით ბექა ცერცვაძემ ჩუმად უთხრა აღნიშნულის თაობაზე, მეორე დაზარალებული დაცვის თანამშრომელი ვასილ მაკარიძის განმარტებით, ბექაა ცერცვაძის ჩუმად ნათქვამი მაინც გაიგონა, თუმცა ჩვენებიდან გამომდინარე ის არანაირ რეაგირებას არ ახდენს უბრალოდ სთხოვს, რომ პირბადე გაისწოროს. რის შემდეგაც იწყება კამათი და ბექა ცერცვაძის შენობიდან გაძევების მცდელობები, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ბექა ცერცვაძე თავისივე ფეხით იყო მისული პრობაციის სააგენტოში, დაფიქსირდა, მას უკვე მოხდილი ჰქონდა პირობითი მსჯავრის გარკვეული პერიოდი და უნდოდა ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა, თუმცა მას ძალიან უხეშად მიმართავდნენ, ყურადღება არ მიაქციეს, არაადამიანურად და უკანასკნელი ცხოველივით მოექცნენ და საბოლოო ჯამში, ბექა ცერცვაძე გამოაძევეს პრობაციის სააგენტოდან, რის შემდეგაც ბექა ხვდება, რომ არის პროვოკაციის მსხვერპლი და შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები, რთავს მობილური ტელეფონის კამერას, ნახევრად იდებს ჯიბეში და თავიდან ბოლომდე აფიქსირებს მისი უკანონო დაკავების ფაქტს. აღნიშნულ, დაახლოებით 5 წუთიან ჩანაწერში ბექა ცერცვაძე, არც ერთხელ არ აგინებს პოლიციის თანამშრომელს, მათ შორის, არც დაზარალებულ ვასილ მაკარიძეს. თუმცა, დაცვის თანამშრომლები ყველა ერთხმად აღნიშნავს ჩვენებაში, რომ ბექა ცერცვაძე როგორც მათი მისამართით, ისე ზოგადად ყველა პოლიციელის მისამართითაც – დედას იგინებოდა.

_ რა დამატებითი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ბექა ცერცვაძე დაცვის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა?

_ ერთმანეთის ჩვენების გარდა არაფერი არსებობს. გარდა იმისა, რომ მათი ჩვენებები არალოგიკურია, აღნიშნული ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ვიდეოჩანაწერთან. ამასთან, თუ ბექა ცერცვაძე ფოიეშივე აგინებდა ყველას დედის მისამართით, რატომ არ დააკავეს მაშინ ფოიეშივე?  დაზარალებული მაკარიძე განმარტავს, რომ ბექა ცერცვაძემ პოლიციელების მიმართ განაგრძო გინება, თუმცა ბექას მირ გადაღებული ვიდეო საპირისპიროზე მეტყველებს. ამ ვიდეოში, ჩანს, რომ ბექა ცერცვაძე მაკარიძეს ეუბნება: ‘უზრდელი ხარ და არ ხარ ღირსი, რომ ეს ფორმა გეცვას’ მაკარიძე მწყობრიდან გამოდის, პირიქით ბექა ცერცვაძის შეურაცხყოფაზე გადადის, ემუქრება: ,,ნუ მეკაჩავები , თორე მიგიჩენ ერთ ადგილს!’’ რაღაც მოომენტში მაკარიძეს ნერვები უმტყუნებს და ბექა ცერცვაძეს აკავებენ, რა დროსაც, ბექა ამბობს, რომ ის წინააღმდეგობას არ უწევს და მართლაც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მას სვამენ მანქანაში . ამ დროს ვიდეო ჩანაწერი წყდება, რადგან სავარაუდოდ ბექას მობილურზე დაურეკეს. როგორც ჩანს, ბექას ნორმალურად ვერ გაუკეთეს ხელბორკილი და იგი ერთ ხელზე ეხსნება, როგორც ჩანს, მაკარიძე ზედმეტად ემოციური და არაადეკვატური პიროვნებაა და ამ დროს ის იწყებს ყვირილს, ბექა ცერცვაძე გარბისო, რა დროსაც ცერცვაძეს ფიზიკურ დაზიანებას აყენებს, თავს ურტყამს თავის არეში, ხელებს ისე უგრეხს, რომ ბექას განმარტებით მხარიც კი ამოუვარდა, რომელც რაღაც მომენტში თვითონ ჩაისვა. ამის შემდეგ ადგილზე მოსული სასწრაფო დახმარების ბრიგადაც და შემდეგ როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, იზოლატორის ექიმიც, ორივე მათგანი ადგენს იდაყვის და მრხრის იოგების დაჭიმულობას. ხელბორკილ დადებული ცერცვაძე ახერხებს და თავიდან რთავს კამერას, დაკავებული ბექა ცუდად არის და სასწრაფოს ითხოვს. ამავე, მეორე ჩანაწერში, ერთ-ერთი მოწმე ქალბატონი ყვირის, რომ ბექა ცერცვაძე ცემეს, რომ მაკარიძე თავზე დაახტა და მას ურტყამდა. მესამე ჩანაწერი რამდენიმე წამიანია, სასწრაფო დახმარების მანქანიდან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ეს ჩანაწეები არ დაგვმონტაჟებია და არ დაგვიჭრია, ამას ვერც კი მოვასწრებდით ვინაიდან ბექა ცერცვაძს ტელეფონი, მას შემდეგ რაც გახსნა გამომძიებელმა დალუქული პაკეტი, თავად გადმომცა ბრალდების მხარემ. ხოლო, ეს ჩანაწერები, დროის სიმცირის გამო, პირდაპირ აღკვეთის განსაზღვრის პროცესის მსვლელობის დროს გადმოვიტანე ფლეშ მეხსიერების ბარათებზე, რის შემდეგაც გადავეცი პროკურორს და სასამართლოს.

საბოლოო ჯამში, ბექა ცერცვაძეს, ედავებიან პრობაციის სააგენტოს თანამშრომლის მიმართ მუქარასა და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც შესაძლებელია გაცილებით მძიმე მუხლში პოლიციელების მიმართ თავდასხმაში გადაკვალიფიცირდეს, ამის უფლება ბრალდების მხარეს ჯერ კიდევ აქვს, რისი განხორციელების შემთხვევაში კიდევ ერთ უკანონობასთან გვექნება საქმე. ჩვენ ამოვიღებთ პრობაციის სააგენტოს გარე კამერების ჩანაწერებს და დარწმუნებული ვარ ეს ჩანაწერები წინააღმდეგობაში მოვა ამ ცრუ მოწმეთა ჩვენებებთან. აღნიშნული კამერების ჩანაწერები დაათვალიერა სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა. თუმცა, ჩვენ ეს ჩანაწერები არ გვინახავს, ვინაიდან ბექა ცერცვაძე იმ საქმეზე დაზარალებულად ჯერ არ ცნეს, მე გადავწყვიტე დამოუკიდებლად მოვიპოვო აღნიშნული ჩანაწერები, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა, ჩააწერების დათვალიერებასთან მიმართებაში და როგორც კი განჩინებას ჩავიბარებ, იმ დღესვე მივმართავ იუსტიციის სამინიტროს და დაუყოვნებლივ მოვითხოვ აღნიშნული ჩანაწერების დათვალიერებას. სამწუხაროდ ამ ჩანაწერების გამოთხოვას, სავარაუდოდ, ვერ მოვახერხებ, ვინაიდან ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედება ბექა ცერცვაძეს ბრალი და კანონი არ გვაძლევს უფლებას, რომ ასეთ დროს კომპიუტერული სისტემიდან გამოვითხოვოთ ინფორმაცია. ცალსახაა, რომ მოწმეები იძლევიან ცრუ ჩვენებას, არ არიან სანდოები, ვიდეო კამერის ჩანაწერს წინ ვერ აღუდგები, ვინც არ უნდა იყო. მათი გამოკითხვის ოქმები copy/paste-ის მეშვეობითაა შედგენილი, თუმცა მაინც წინააღდეგობაში ერთმანეთთან იმ ნაწილში, როცა მისი შემქმნელი copy/paste-ს არ მიმართავდა. ასე, რომ აღნიშნულ მოწმეთა არასანდოობა, არაადეკვატურობა და სხვა ნეიტრალურ მტკიცებულებებთან მიმართებაში არსებული წინააღმდეგობები, უკვე ჯვარედინ დაკითხვის რეჯიმში სასამართლოში გამოვლინდება. მიუხედავად იმისა, პირველი წარდგენის სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიებაზე, მე ბექას მიერ გადაღებული ვიდეოები მოსამართლეს წარვუდგინე, ვაყურებინე და მოვასმენინე, სასამართლომ არც კი იმსჯელა აღნიშნულზე და ბექა ცერცვაძე პატიმრობაში განამწესა. ასეთია პრაქტიკა, კანონი კი გვეუბნება პატიმრობა უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთო, მაგრამ ჩვენთან პირიქით არის, უმეტესად ვიყენებთ პატიმრობას და ძალაინ იშვიათ შემთხვევაში სხვა ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიებებს. ბექა ცერცვაძემ დაკავებიდან მეორე დღეს 22 ოქტომბერს დაიწყო აბსოლუტური-მშრალი შიმშილობა, მე-11 დღეს კი ციხემ ატეხა განგაში, რომ ეს ადამიანი მალე მოკვდებოდა, დაგვიკავშრდნენ მხარეებს, რის შემდეგაც პროკურატურა ითხოვდა, რომ ბექა ცერცვაძეს შეეწყვიტა შიმშილობა.

_ რა მოთხოვნით დაიწყო ბექა ცერცვაძემ შიმშილობა?

_ ბექა ცერცვაძემ შიმშილობა, დაიწყო, პირველ რიგში, ამ ოფიცრებისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ასევე იგი ითხოვს, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს გირაოთი და ელექტრონული მონიტორინგით, გაუკეთდეს მას სამაჯური და მანამ, სანამ სიმართლე გაირკვევა იგი იმყოფებოდეს ბინაზე დაკვირვების ქვეშ. ის არანაირ საპროცესოს ხელს არ მოაწერს, მისი მხრიდან აღიარება გამორიცხულია. ითხოვს, ერთადერთს, რომ სასამართლო პროცესების მსვლელობის დროს იყოს თავისუფლებაზე, გაუკეთდეს სამაჯური და იმყოფებოდეს ბინაზე ელექტრონული მონიტორინგის პირობებში. 11 დღიანი მშრალი შიმშილობის შემდეგ, ფაქტობრივად იგი სიკვდილის პირას იყოს, ექიმებმა მას უთხრეს, რომ ძალით გაუკეთებდნენ გადასხმას, ამ დროს დაიწყო რეკვები, რათა გვერჩია მისთვის შეეწყვიტა შიმშილობა, რის შემდეგაც, პროკურატურა დაგვპირდა, რომ კარგ პირობებს შემოგვთავაზებდა, რის შემდეგაც ბექას გაუკეთეს გადასხმა და მან დაიწყო მხოლოდ წყლის მიღება, ვინაიდან ელოდებოდა, რომ გარკვეულ დათმობაზე წამოვიდოდნენ. სამწუხაროდ პროკურატურას არ უყვარს დათმობებზე წამოსვლა, არ უყვარს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაშინაც კი როდესაც ხვდება, რომ მისი პოზიცია მცდარია,  პროკურატურას, როგორც ყოველთვის არჩეული აქვს მკაცრი და ხისტი პოლიტიკა,  არ უნდათ იმის გაგება, რომ ეს არ არის დათმობა, რომ ეს არის სწორი და ჰუმანური საქციელი. ამ საქმის მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები, ამ ადამიანებზე შეუძლებელია რაიმე სახის ზემოქმედება.  ასევე, არ არსებობს რაიმე მტკიცებულების განადგურების შანსი, ვიდეო ჩანაწერები დაარქივებული და დათვალიერებულია, რაც შეეხება მიმალვას, გაუკეთონ ელექტრონული სამაჯური და დღე და ღამე, იქნება სახლში.

_ როგორია ბრალდების მხარის პასუხი?

_ აღკვეთის შეცვლაზე წინააღმდეგები არიან, სულ, რომ მოკვდეს ბექა ცერცვაძე, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით არ მიმართავენ სასამართლოს, უფრო მეტიც, ჩემი შუამდგომლობსი შემთხვევაშიც კი არ დაიჭერენ ნეიტრალურ პოზიციას. გვთავაზობენ, რაღაც სასაცილო, დამამცირებელ და უდანაშაულო ადამიანისთვის ყოვლად მიუღებელ საპროცესო შეთანხმებას 2 წლიან რეალურ სასჯელზე, თავისი პირობითი მსჯავრით.

_ როგორია ბექა ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განიხილავს შიმშილობის შეწყვეტას?

_ არათუ შიმშილობის შეწყვეტას, არამედ აბსოლუტურ-მშრალ შიმშილობაზე დაბრუნებას და თავგანწირვას აპირებს. მე მას 19 ნოემბერს შევხვდი, იმდენად დასუსტებულია, რომ მეორე მსოფლიო ომის ქრონიკებიდან, საკონცენტრაციო ბანაკებში არსებულ ტყვეთა სურათები და კადრები გამახსენდა, ვეღარ გადაადგილდება, ეტლით მოიყვანეს. ძალიან დასუსტებულია, ორგანიზმი სრულიად გამოფიტულია. კვება, რომც დაიწყოს არ ვიცით მისი ორგანიზმი მიიღებს თუ არა საკვებს. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ სისუტე არ გამოაჩინოს პროკურატურამ,  ცრუ ჩვენებების და პრინციპის გამო წირავენ ადამიანს, არანაირ დათმობაზე არ მოდიან. ჩვენ გამართლებას და საქმის შეწყვეტას არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ, რომ მანამ სანამ სიმართლე დადგინდება, იჯდეს სახლში.  ჩვენ ვითხოვთ სამართლიან და ჰუმანურ მიდგომას.

_ მიუხედავად ამ შეფასებია, რაიმე პოზიტიური მოლოდინი თუ გაქვთ?

_ 9 დეკემბერს, გვაქვს წინასასამართლო სხდომა, მანამდე დაახლოებით 20 დღეა. ამ დროის განმავლობაში რა მოხდება არ ვიცი, ვერაფერს პოზიტიურს ვერ გეტყვით. მხოლოდ ვიცი ის, რომ ეს ადამიანი იმდენად ძლიერია სულიერად და ფიზიკურად, რომ მზად არის თავისი სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლოს, მზად არის თავი გაწიროს, მისი ეს შემართება ჩვენ უფრო გვმუხტავს და მზად ვართ, რომ ამ ადამიანთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლოთ, თუმცა როდესაც სისტემა გიპირსპირდება და ყველანაირად ცდილობს შენს დაჩაგვრას, ძალიან რთულია რაიმე პოზიტიური შეფასების გაკეთება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იდგება მოწოდების სიმაღლეზე და არ გაწირავს ამ ადამიანს, ბრალდების მხარის იმედი არ მაქვს.

ბოლოს მინდა აქვე ვთქვა, რომ თუ ბექა ცერცვაძე, 9 დეკემბერს მიანც, არ დატოვებს ციხეს, ჩვენ მას საბოლოოდ დავკარგავთ! იგი არ აპირებს თამაშს, მას აქვს დაწერილი განცხადება, რომ როგორ ცუდათაც არ უნდა გახდეს, უარს ამბობს იძულებით მკურნალობაზე და გადასხმებზე.

ბექას უდანაშაულობაში დარწმუნებულია, მისი დედა ნატალია ბაგაური.

მისი თქმით, ის თავად დარწმუნდა როგორ დამამცირებლად ექცევიან პრობაციონერებსა და მათ ახლობლებს პრობაციის სააგენტოში. 

_ ჩემი შვილი დაკავებული იყო, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, სექტემბერში დატოვა საპატიმრო. პრობაციის სამსახურში 21 ოქტომბერს მივიდა იმის გასარკვევად დაუბრუნდა თუ არა მართვის მოწმობის აღების უფლება, ოპერატორს შენიშვნა მიუცია პირბადე აიწიეო, თან შეურაცხმყოფელი ტონით უთქვამს, რაზეც ჩემმა შვილმა უთხრა, რომ კოვიდი გადატანილი ჰქონდა და გარდა ამისა, ორჯერ აცრილი იყო.  რის შემდეგაც, ამ ოპერატორმა მას ზურგი შეაქცია, რაზეც ჩემმა შვილმა მიაძახა: უზრდელი ხარო. ოპერატორი ამბობს, რომ თითქოს ჩემი შვილი ჩუმად დაემუქრა, რსაც სხვა იქ მყოფები ადასტურებენ თუ ჩუმად დაემუქრა, სხვებმა როგორ გაიგეს, ერთ-ერთი ბრალი სწორედ, მუქარის მუხლი აქვს წარგდენილი. გარდა ამისა, ოპერატორთან საუბრის პროცესში ჩემ შვილთან დაცვის თანამშრომელი, რომელიც ჩვენებაში ამბობს, ჩემ შვილზე, რომ აგრეისული იყო და ნელი სვლით გარეთ გამოვიყვანეო. სინამდვილეში კი გამოაგდო, რაც  ბექას მიერ გადაღებულ ვიდეოთი დასტურდება, მას შემდეგ, რაც ბექა გარეთ გამოაგდეს მობილურით ვიდეოს გადაღება დაიწყო, რომელშიც ჩანს, ჩემი შვილი დაცვას ეუბნება გარეთ, რომ გამომაგდეო, რაზეც დაცვის თანამშრომელი პასუხობს, რატომ გამოგაგდე მერეო, ანუ აღიარებს რომ მართლა გამოაგდო ჩემი შვილი გარეთ. გარდა ამისა, ამ ვიდეოში ჩანს, რო დაცვის პოლიციელისთვის შეუფერებელი სიტყვებითა და ტონით ესაუბრება, ეს დაცვის თანამშრომელი ჩემ შვილს, რაზეც ბექა პასუხობს უზრდელი ხარო, რაზეც დაცვის თანამშროლები ამბობენ, დავაკავათო. რა დროსაც ბექას მობილურზე ურეკაენ და გადარება წყდება, შემდეგ მანქანაში ახერხებს კვლავ ვიდეოს ჩართვას, აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში ერთ-ერთი მოწმე ამბობს დავინახე, მაკარიძე ზემოდან ეჯდა და ურტყამდა ბექასო, თუმცა შემდეგ გამომძიებელთან გამოკითხვისას ამას არ ამბობს კონკრეტულად. აღსანიშნავია, რომ ბორკილები ვერ დაადეს კარგად და ერთ ხელზე მოხსნილი ჰქონდა, რაზეც დაცვის თანამშრომელმა მაკარიძემ პანიკა ატეხა და იყვირა გაქცევას აპირებსო, სად უნდა გაქცეულიყო ჩემი შვილი?! მაკარიძე ამბობს, რომ თითქოს ჩემმა შვილმა თავი ჩაარტყა სავარაუდოდ, ტვინის შერყევა მქონდა და თავბრუსხვევებიო, თუ ასე მძიმედ იყო მეორე დღეს სამსახურში როგორ გამოცხადდა, ამ ნაწილში კი მეორე ბრალდება აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მე მეორე დღეს მივედი პრობაციის სამსახურში, სადაც მოვითხოვე ჩემი შვილის ოფიცრის ნინო კაკუბერის ნახვა მოვითხოვე, რომ გამერკვია რა მოხდა, მან მითხრა, რომ უფლება არ ჰქონდა ჩემთვის ინფორმაცია ეთქვა. რის შემდეგაც ოპერატორს მივმართე კითხვით, რას ემსახურება ეს სამსახური, პატიმრების რეაბილიტაციას, თუ ახალგამოსული პატიმრების უკან საპატიმროში შებრუნებას-მეთქი, გუშინ, ხო შეესწარით, რაც მოხდა და მომიყევითმეთქი, ამ დროს მაკარიძე, მეორე დაცვის თანამშორმელთან ერთად მოვიდა და დამამცირებელი ტონით მიმითითა, რომ გავჩერებულიყავი, ზუსტად, ისე მოიქცა ჩემ შვილთან, როგორც მე მომექცა. რაც შეეხება, ნინო კაკუბერს, ის იმ დღესაც იდგა და სეირს უყურებდა არაფერი გაუკეთებია, რისთვის უნიშნავენ საერთოდ პატიმარს ოფიცერს, ისევ, რომ საპატიმროში შეაბრუნონ?! მე ჩემი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, რადგან საკუთარი თვალით ვნახე როგორ დამამცირებლად საუბრობს დაცვის თანამშრომელი მაკარიძე, გარდა ამისა, ჩემი შვილის მიერ გადაღებული ვიდეოებითაც დასტურდება მისი უდანაშაულობა. ჩემი, შვილი უკვე 22 ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა ოფიციალურად, 25 ოქტომბრიდან არის დაფიქსირებული. რეალურად, 10 დღის მანძილზე მშრალ შიმშილობაზე იყო, საშიმშილო კამერაში არ გადაუყვანიათ, როგორც ბექა ამბობს წყლის ხმა მესმოდაო, ეგონათ, რომ გამტეხდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათო. 1 ნოემბერს, დამირეკეს, რომ სასწრაფოდ მივსულიყავი მის სანახავად,  2 ნოემბერს მივედი და ძალიან გამხდარი დამხვდა, საუბარი უჭირდა. საბოლოოდ, დავითანხმეთ, რომ წყალი მაინც დაელია, თუმცა ძალიან სუსტადაა, აზრებს ვერ ალაგებს, გადაადგილება უჭირს. შიმშილობის შეწყვეტას არ განიხილავს, პროკურატურა გვეუბნება საპროცესოს დათანხმდეს და ორ წელს მივუსჯითო, ჩემი შვილი ამას არ დათანხმდება,რ ადგან უდანაშაულოა, ბოლომდე იბრძოლებს.