“ცხრა წლის ჯოჯოხეთიდან” პორტირებულები – ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგური 1964 წლის 31 ოქტომბერს იშვა. გაიზარდა აბაშის რაიონის სოფელ მარანში. ზვიად ძიძიგურის პოლიტიკური ცხოვრება ზვიად გამსახურდიას ეროვნული მოძრაობიდან იწყება და ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებამდე“ გრძელდება. ზვიად ძიძიგური უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ქართულ პოლიტიკაშია ჩართული. ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს იგი სამტრედიის პრეფექტიც იყო 1991 წელს. 1992 წლის იანვარში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ჩამოგდების შემდეგაც, ძიძიგური მის მხარდამჭერად დარჩა და სამეგრელოს რეგიონში გამსახურდიას წარმომადგენლად იარაღით ხელში მსახურობდა დევნილობაში. 1995 წელს ძიძიგური დააპატიმრეს. მან ციხეში 5 წელიწადი გაატარა, ხოლო ამნისტიით განთავისუფლების შემდეგ, 2001 წელს, კონსერვატიული პარტია ჩამოაყალიბა და მაშინდელი ოპოზიციური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე გახდა. ზვიად ძიძიგურმა „ვარდების რევოლუციაშიც“ მიიღო მონაწილეობა და 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი სიით პარლამენტის წევრიც გახდა.
ძიძიგური ახალი საქართველოს ახალ პოლიტიკურ ისტორიაში უფრო მკაფიოდ 2002 წლიდან ჩნდება. ის პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში ქალაქ თბილისის საკრებულოდან ჩაიწერა, ხოლო 2002-2004 წლებში _ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პარლამენტარად.
ზვიად ძიძიგურისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამეოჯახეობა 2005 წლის ბოლომდე გაგრძელდა. სულით „მეამბოხე“ ძიძიგურმა ოპოზიციაში ისკუპა და სააკაშვილს სხვადასხვა ბრალდების ფონზე დაუპირისპირდა. თუმცა უფრო შინაურულად რომ ვთქვათ, ძიძიგურმა, სავარაუდოდ, იმდენი ვერ „მოქაფა“, რაც უნდოდა და განაწყენებულმაც მიშა უმალვე მიატოვა.
ზვიად ძიძიგური ახლაც პარლამენტის წევრია. ის, როგორც ამბობენ, ყოველთვის იქ არის, სადაც თბილი და გრილი სიო ქრის. ძიძიგურის ქონება, ოფიციალური დეკლარირებით და რაც ვიცით, ორი სახლისგან და ორი მიწის ნაკვეთისგან შედგება. ამ ორი სახლიდან კი ზვიად ძიძიგურმა, რაც „ქართული ოცნების“ წევრი გახდა, ერთის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.

გიო ნაცაძე