“ცხრა წლის ჯოჯოხეთიდან” პორტირებულები: გოჩა ენუქიძე

ვინ იყო და ვინ არის გოჩა ენუქიძე ახლა?

გოჩა ენუქიძე 1962 წლის 8 აპრილს თბილისში დაიბადა.
1991 წლიდან ბიზნესით იყო დაკავებული. 2008 წელს გოჩა ენუქიძე ამბროლაურის რაიონის 44-ე საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დასახელდა. ენუქიძემ არჩევნებში გაიმარჯვა და „მამალი“ „ნაციონალის“ მანტიაც წარმატებით მოისხა. ის 2012 წლამდე რეგიონული პოლიტიკის კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი იყო, ასევე ფრაქცია “საქართველოს რეგიონების” თავმჯდომარის მოადგილე.
გოჩა ენუქიძე საპარლამენტო ცხოვრების მეორე გზას 2012 წლიდანაც აგრძელებს. ის კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ _ „მეტი სარგებელი ხალხს“, პარტიიდან იყრის კენჭს და წარმატებულად აღწევს ამავე წლის არჩევნებში უპირობო გამარჯვებას. თუმცა მეორედ მაჟორიტარად გახდომიდან ენუქიძე საკაშვილის პარტიას მალევე განუდგა და „ქართული ოცნების“ ბორტზე უპირობოდ დაჩექინდა. „ოცნებაში“ ენუქიძის გადასკუპების მეთოდი სხვა პორტირებულებისგან არაფრით განსხვავდება და იგი დღემდე ბიძინა ივანიშვილის პარტიის გულმხურვალე წევრია.
2012-2016 წლები მაჟორიტარმა ენუქიძემ, რომელსაც ხალხისთვის მეტი სარგებელი უნდა მოეტანა, პოლიტიკური ცხოვრება „ქართული ოცნების“ „მოკაშკაშე“ რადარზე საკუთარი სარგებლობისთვის მართლაც წარმატებით გაატარა.
გოჩა ენუქიძე ამჟამად მე-9 მოწვევის პარლამენტის მესამედ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატია. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ 58-ე მაჟორიტარულ ოლქში იყო წარდგენილი.
გოჩა ენუქიძის სახელთან დაკავშირებულია დღევანდელი სახელმწიფოსგან მიღებული მილიონობით ლარის უტენდერო და პირდაპირი კონტრაქტები.
ენუქიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო ყულაბაში მსუყე შემომწირველიც არის.
ასევე ენუქიძის სახელს უკავშირდება 40-მდე უმსხვილესი კომპანია: „იბერია ავტო“, „იბერია სერვისი“, „იბერია ავტო ლენდი“, „იბერია მოტორსი“ და ა. შ. თუმცა, ოფიციალური წყაროებით, 2013 წელს პორტირებული ქოციონალის კომპანიებმა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობისას, გამარტივებული შესყიდვების გზით, მარტო 6,6 მლნ ლარის მოგება ნახა.
„ოცნების“ დღევანდელი პარლამენტარის ბიზნესს წარმოადგენს, აგრეთვე: საქართველოში მოქმედი უმეტესი ბენზინგსამართი სადგური; ის ფულს შოულობს ნავთობკომპანია „ლუკოილში“; „იბერკომპანიში“; „კია მოტორს ჯორჯიაში“; საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“; ფლობს აქციებს „ლიბერთი“ ბანკში; აქვს არაერთი მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ათასი დოლარი ერიცხება სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე.