თუ 200 კუბმეტრი ან ნაკლები უკვე გადაიხადეთ, კომუნალური შეღავათი აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის სახით
მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 კუბმეტრს ან 200 კუბმეტრზე ნაკლებს. კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადს. ანუ ყოველი თვის მანძილზე, თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 კუბური მეტრი ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფო აბონენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადს დააფინანსებს ყოველ თვე ცალ-ცალკე.
თუ თანხა უკვე გადახდილი გაქვთ, თუმცა მოხმარება არ აღემატება 200 კუბმეტრს ან არის 200 კუბური მეტრი, მაშინ კომუნალური შეღავათი აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე, დეპოზიტის სახით.
კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია ყველა ლიცენზიატი კომპანია და რაიმე სახის გაურკვევლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დარეკოს სემეკის ქოლცენტრში, ნომერზე:16 216.
ცხრილში მოცემულია სემეკის მიერ დადგენილი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის.
ცხრილში თვის ხარჯი 200 კუბურ მეტრზე მოცემულია ლარებში. თქვენი თვის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს კომპანიების მიხედვით მოცემულ თანხას.
მაკა მოსიაშვილი