თსუ-სა და „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  „თიბისი ბანკსშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდამემორანდუმს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და  თიბისი ბანკისგენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, „თიბისი ბანკი“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობას საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით იწყებენ.
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად შემუშავება და განხორციელება, როგორებიცაა: ქართული ენის განვითარება პროექტ #წერექართულად ფარგლებში; ელექტრონული წიგნის სახლ „საბას“ ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა; სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროგრამების განხორციელება; სპეციალურად უნივერსიტეტისთვის ონლაინ ბრენდ მაღაზიის შექმნა; უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მათივე მონაწილეობით აქტივობების ორგანიზება და ჩატარება; ახალ თაობაზე ორიენტირებული სხვადასხვა სახის ერთობლივი სოციალური პროექტის განხორციელება.
„თიბისი ბანკსა“ და თსუ-ს შორის ღირებულებათა მყარი თანხვედრაა, _ ორივე ინსტიტუცია თავის პრიორიტეტად ახალგაზრდების მხარდაჭერას მიიჩნევს და, ამ მხრივ, ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ასევე ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქართული ენის განვითარებასა და განმტკიცებაზე ზრუნვა, რაც ერთობლივი პროექტებით განხორციელდება.
გარდა მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტებისა, „თიბისი ბანკი“ უნივერსიტეტს  გამოცდილებას გაუზიარებს მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის მიმართულებით. ასევე დაგეგმილია საბანკო პროდუქტების შექმნა სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

 

გიორგი შარვაშიძე _ თსუ რექტორი:

_ უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სახის თანამშრომლობა. ეს არის, ერთგვარი, სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის აქცია. საუბარია მომავლის პროექტებზე – ელექტრონული ბაზების გამოყენებაზე სწავლებაში, ქართულ ენაზე ზრუნვაზე, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამაბზე, საუნივერსიტეტო ელექტრონულ მაღაზიაზე. ეს ყოველივე ინოვაციურია. ჩვენ მივესალმებით ასეთ თანამშრომლობას და სხვა პოტენციურ მსურველებსაც ვთავაზობთ თანამშრომლობის ამ მოდელს.

ვახტანგ ბუცხრიკიძე _ თიბისი ბანკისგენერალური დირექტორი:

 

_ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკისთვის“. ეს არ არის სტანდარტული ხელშეკრულება. აქცენტი გავაკეთეთ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და სიახლეებზე, რაც აუცილებელი მოთხოვნაა 21-ე საუკუნეში.

ბადრი ჯაფარიძე  _ თიბისი ბანკისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:

 

_ „თიბისი ბანკის“ მიზანია საბანკო პროდუქტების შექმნა, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზე იქნება მორგებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „თიბისი ბანკის“ თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია სპეციალური საბანკო პროდუქტების შექმნა, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზე იქნება მორგებული. ამით კარგ საფუძველს ვქმნით უმაღლესი სასწავლებლებისა და კერძო სტრუქტურების თანამშრომლობისთვის.

 

 

 

თამარ ბატიაშვილი