გოგაშვილი ,,თავდაცვას” აფარებს თავს?!

სიტყვა „რისკი“ ესპანურ-პორტუგალიური წარმოშობისაა და ნიშნავს „წყალქვეშა კლდეს“, ანუ საშიშროებას. რისკის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ „მოქმედება წარმატების იმედად, ბედნიერი დასასრულის იმედით“. ამ განმარტებიდან ნათელია _ რისკზე წასვლას გვაიძულებს გარემოებებში გაურკვევლობა: საჭიროა მოქმედება, მაგრამ როგორ _ უცნობია.

არასაკმარისი გარკვეულობის პირობებში არჩევანის გაკეთების შედეგი ნაცნობია ყველა იმათთვის, ვისაც გადაწყვეტილების მიღება უწევს. ამასთან, რაც მეტია გაურკვევლობა, მით მეტია რისკიც.

გომელურის დარდი კი ასეთია: „დაურწმუნებლობა საკუთარი მოქმედებების შედეგებში; ანუ დამანგრეველი შედეგების ვერგამოთვლის შესაძლებლობა, რომელიც ინდივიდუალური ნებისგან დამოუკიდებლად შეიძლება მოხდეს. პრინციპში, სოსო გოგაშვილი მისი ცხოვრების ერთ-ერთი აღმოუფხვრელი თანამგზავრია, მაგრამ მაღალი მოდერნიზმის პირობებში ის ახალ მასშტაბებს და შესაძლებლობებს იძენს. სოსოს სახით, მაღალი მოდერნულობის შემთხვევაში წარმოიშობა საფრთხესთან ერთად ცხოვრების გარდაუვლობაც, რომელიც გამოსულია არა მარტო ინდივიდების კონტროლიდან, არამედ დიდი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების კონტროლიდანაც. ეს საფრთხე უმაღლესი ინტენსივობისაა და ემუქრება სახელმწიფოებრივ ინტერესს, პოტენციურად მთლიანად ქვეყნის მომავალსა და უსაფრთხოებას. გოგაშვილის არსებობის რისკი განსხვავდება წინა გამოცდილებებისგან როგორც სუბიექტურ, ასევე ობიექტურ დონეებზე. ორივე მხრივ არსებობს რისკის ბევრად უფრო ძლიერი შეგრძნება, ვიდრე წარსულში. ობიექტურ დონეზე შეიმჩნევა მმართველობით საქმიანობაში ტერმინი „რისკი“. როგორც წესი, იგი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა ნეგატიური შედეგების შესაძლებლობა არსებობს. ზოგიერთ სიტუაციაში რისკი განპირობებულია მოსალოდნელი შედეგის, ან მოვლენის ცვლილებით.

2015 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო _ 83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა.

კანონი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. სუს-ის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური 6 წლის ვადით აირჩიეს.

კანონის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურ დაწესებულებათა სისტემაში შედის. ცვლილებით ასევე განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.

გომელაურს, ერთი შეხედვით, 2021 წლამდე სადარდებელი არ აქვს, მაგრამ სადარდებელი და მისი მთავარი რისკი მაინც სოსო გოგაშვილია. რატომ?

 

ესეც ჩვენი მეგობარი სუსიდან:

_ გომელაურის აზრით, გოგაშვილის გაკონტროლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მისი დისკრედიტაციით მთავარი სახელმწიფო უწყება ზარალდება, მაგრამ შეუძლებელია, გოგაშვილის ერთი ხელის მოსმით მოშორება, ამიტომ გოგაშვილთან მიმართებით ახალი გეგმა განიხილება, გოგაშვილმა უწყება უნდა შეიცვალოს.

_ სად მოიაზრება?

_ რამდენადაც ვიცი, მისი გადაყვანა თავდაცვაშია მოსალოდნელი.

_ გაართმევს თავს?

_ აქამდე გაართვა თავი?

_ ეს თქვენ უფრო უნდა იცოდეთ. პრაქტიკულად, გომელაურმა განაცხადა, რომ იგი მას სამსახურიდან არ უშვებს.

_ იცით, ამის პასუხი, _ არ იტყოდა და თავად გომელაური აღმოჩნდებოდა დიდი რისკის წინაშე. ამიტომ გადაწყვეტილია გოგაშვილის დაუყოვნებლივ არათუ მოშორება, არამედ სხვა უწყებაში გადაყვანა. რამდენიმე ელჩმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა გოგაშვილის ამ უწყებაში მუშაობის მაღალ რისკთან.

უნდა ვაღიაროთ, სოსო აღმოჩნდა რისკი, რომელმაც დადებითი შედეგები ვერ მოიტანა. პირიქით, უარყოფითი შედეგი მივიღეთ.

 

  1. S. უახლოეს მომავალში ვნახავთ, გადავა თუ არა სოსო გოგაშვილი თავდაცვაში და თუ გადავა, რა შედეგებით განვითარდება გოგაშვილის თავდაცვა? გომელაურისა და გოგაშვილის სარისკო პოლიტიკამ ფაქტია, ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, _ კანონის უზენაესობა სოსოს უზენაესობად შეცვალა.

 

მაკა მოსიაშვილი