საუკეთესო თორნიკე
„ვირტუსი“ აგრძელებს დამაჯერებელ ასპარეზობას იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში. მესამე ტურში ლუკა ბანკის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად დაუპირისპირდა „ვენეციას“ და მეტოქე 76:68 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა თორნიკე შენგელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებული 23 წუთის განმავლობაში 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ბოლონიურ გუნდს 3 ტურში 3 გამარჯვება აქვს მოპოვებული და ლიდერობს _ ლიგა A-ს.
ესპანეთის AჩB ლიგაში შედეგიანი მატჩი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს. „ლეიმა კორუნა“ სტუმრად 87:112 განადგურდა „ანდორასთან“, თუმცა ბექას ანგარიშზე 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი იყო.
ქართველ ფორვარდს პერიმეტრიდან წაუვიდა სროლები და 6 სამქულიანიდან 3 ზუსტად მოათავსა კალათში.
3 ნათამაშები ტურის შემდეგ „ლაიმა კორუნა“ 1 მოგებით და 2 მარცხით მე-14 ადგილს იკავებს ესპანეთის ჩემპიონატში.