გოგა და სანდრო
NBA-ს 2024/25 წლების სეზონის დაწყებამდე 2 კვირაზე მცირე დრო რჩება. ლიგის გუნდები მზადების აქტიურ ფაზაში არიან გადასულები და საგამოფენო მატჩებს მართავენ. ტეხასის შტატში „სან ანტონიომ“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა „ორლანდოს“ და მეტოქე 107:97 დაამარცხა.
„ორლანდოს“ რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო გოგა ბითაძე, რომელმაც საკმაოდ კარგი შტაბეჭდილება დატოვა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 22:25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. გოგამ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და საკმაოდ ბევრი იმუშავა მოედნის ორივე მხარეს
„სან ანტონიოს“ რიგებში. მეორე ხუთეულიდან ჩაერთო მატჩში სანდრო მამუკელაშვილი. ქართველმა ფორვარდმა 16:43 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მოუტანა გუნდს. „მამუმ“ 6-დან 3 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის წარმატებაში.
პირველ მეოთხედში გოგამ და მისმა „მეჯიქმა“ სრული კონტროლი დაამყარეს მატჩის მიმდინარეობაზე და მეტოქე 34:20 გაანადგურა.
მეორე პერიოდიდან „სპურსი“ გამოფხიზლდა და ნელ-ნელა, მეთოდურად დაიწყო სხვაობის შემცირება.
პოპოვიჩის გაწვრთნილ გუნდში წარმატებით მიმდინარეობს კრის პოლისა და ვიქტორ ვემბანიამას შეთამაშების პროცესი. ამერიკელმა პლეიმეიკერმა არაერთი ბრწყინვალე პასი მიაწოდა ფრანგ გიგანტს, რომელსაც არ გასჭირვებია ამ შანსების გამოყენება.
მასპინძელთა ახალწვეულმა კასტლმა 17 ქულა ჩააგდო, სოხანმა და შამპანიმ _ 12-12, „სან ანტონიომ“ დარჩენილი 3 მეოთხედი მოიგო (29:22, 30:23, 28:18) და მასთან ერთად მატჩიც 107:97.